About us hero image

Baker Professional

Baker Professional — პროფესიონალური სამზარეულოს აღჭურვილობა საქართველოში 2013 წლიდან.


ჩვენი გამოცდილება მხოლოდ საქართველოს არ მოიცავს — Baker Professional-ს ასევე აქვს ფილიალები სომხეთსა და რუსეთში.


ჩვენ ვთანამშრომლობთ პირდაპირ, ექსკლუზიურად მწარმოებლებთან, რაც საშუალებას გვაძლევს, ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის, სანდო და პროფესიონალური ტექნიკა.


ჩვენს პარტნიორებს შორის არიან ისეთი ევროპული ბრენდები, როგორებიცაა Robot Coupe, Angelo Po, Aristarco და Tecnoeka.
ასევე წარმოვადგენთ ჩინურ მწარმოებლებს, რომელთა პროდუქციის დაახლოებით 90% ევროპულ ბაზარზე, ევროპული სტანდარტების შესაბამისად, არის იმპორტირებული.


ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტექნიკის გაყიდვა, არამედ მისი შემდგომი მომსახურებაც.

Baker Professional-ში აღჭურვილობას ვემსახურებით გარანტიის ვადის გასვლის შემდეგაც — თქვენი ტექნიკა ჩვენთვის მხოლოდ გაყიდვის მომენტამდე არ არსებობს.


ხარისხი, სანდოობა და კონკურენტული ფასი — ეს არის ის, რასაც ჩვენ გთავაზობთ.


ჩვენი პროდუქციის ნიმუშები შეგიძლიათ ადგილზევე, ჩვენს შოურუმში ნახოთ და შეაფასოთ.


ხოლო თუ საკუთარი პროფესიონალური სამზარეულოს დაგეგმვას აპირებთ, მოგვმართეთ — თქვენი მოთხოვნების მიხედვით დაგიკომპლექტებთ და დაგიკორექტირებთ სამზარეულოს, ტექნიკის შერჩევიდან სრულ აღჭურვამდე.


Baker Professional — თქვენი სამზარეულოს პროფესიონალური არჩევანი.

პარტნიორები